09:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-28 12:55:45, 811 ნახვა

რეგიონი
ჯანდაცვის მინისტრი რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკის მნიშვნელოვანი  ნაწილი უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის, ადგილზე სამშენებლო-სამონტაჟო პროცესები მიმდინარეობს.

220 საწოლზე გათვლილი, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა მრავალპროფილიანი იქნება და უახლესი აპარატურით აღიჭურვება. რუხის, მიმდებარე სოფლებისა და აფხაზეთის მაცხოვრებლები ადგილზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამედიცინო სერვისს მიიღებენ. კლინიკური ფუნქციების პარალელურად მას სასწავლო დაწესებულების დანიშნულებაც ექნება. კლინიკის ტერიტორიაზე სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პაციენტების ოჯახის წევრებისა და რეზიდენტებისთვის  კი სასტუმრო იფუნქციონირებს.

ცნობისთვის, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა 2014 წლის აგვისტოში დაიწყო.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics