03:10 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 13:52:45, 708 ნახვა

სამხედრო
ალგეთის პოლიგონზე ჩხრეკა-კორდონის ოპერაცია ჩატარდა

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში გადასროლის წინა მომზადების დასკვნით სწავლებებს გადის.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ალგეთის საწვრთნელ პოლიგონზე ბატალიონის ერთმა ასეულმა ჩხრეკა კორდონის ოპერაცია განახორციელა.

უწყების ინფორმაციით, საველე სწავლებაში 120-მდე ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.

საველე წვრთნის დროს 23-ე ბატალიონის სამხერდრო მოსამსახურეები პირობითი სცენარის მიხედვით მოქმედებდნენ. სასწავლო ამოცანების შესრულებისას სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა კალიბრის შეიარაღება და ამერიკული სამხედრო მანქანები გამოიყენეს. სწავლება წინასწარ განსაზღვრული ობიექტის ჩხრეკისა და კორდონის ოპერაციებს მოიცავდა. სწავლების დროს განხორციელდა შემდეგი ამოცანები: კონტაქტზე რეაგირება, დაშავებულთა ევაკუაცია, საინჟინრო, მოტორიზებული და ქვეითი პატრული და ასე შემდეგ.

გადასროლის წინა მომზადების მიმდინარეობას ქართველი და აშშ საზღვაო ქვეითთა კორპუსის ინსტრუქტორები აკვირდებოდნენ.

23-ე ბატალიონი საქართველოში მომზადების დასრულების შემდეგ გერმანიაში გაემგზავრება სადაც საბოლოო შეფასებას გაივლის.

ქვედანაყოფი ავღანბეთში ბაგრამის საავიაციო ბაზისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს შეასრულებს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics