15:38 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 18:05:52, 714 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძის მეუღლე სოფიო ბაკურიძე შუახევში „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, რომელიც ასოციაცია „ერთმანეთისთვის" ხელმძღვანელობს, შუახევის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის" წარმომადგენლებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ბარათაულის საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც „ქალთა ოთახის" პრეზენტაციასა და გეგმებს თემის ყველა სოფლის წარმომადგენელი ქალბატონი ესწრებოდა. სოფიო ბაკურიძე მათ საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე და ჩართულობის აუცილებლობაზე ესაუბრა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი" სწორედ ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისათვის მუშაობს. მათ ასევე ევალებათ კონსულტაციების გაცემა ყველა საჭირო საკითხზე : მუნიციპალიტეტის,  რეგიონის და ქვეყნის მასშტაბით განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ პროგრამებსა და სერვისებზე.

ასოციაცია „ერთმანეთისთვის" რეგიონში ქალთა და  შეზღუდული შესაძლებლობის პირთა  უფლებების დაცვის მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს. ასოციაციის ხელმძღვანელი სოფიო ბაკურიძე განსაკუთრებული ინტერესით სწავლობს მთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობას, იმ საჭიროებებს, რომელთა წინაშეც დგანან სხვადასხვა  სოფლებში მცხოვრები ქალები, ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. დაიგეგმა შუახევის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის" წარმომადგენლებთან მომავალი თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება.

შეხვედრის შემდეგ სოფიო ბაკურიძე იმავე სოფელში მცხოვრებ  ჯინჭარაძეების ოჯახს ესტუმრა, სადაც 24 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოჩა ჯინჭარაძეს საჩუქრად მექანიკური ეტლი გადასცა. ბარათაულის თემში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ  რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics