2016-11-18 18:41:29, 4913 ნახვა
კულტურა
„დედაენის“ ბაღში ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია იხსნება
„დედაენის“ ბაღში მუსიკოსის, პოეტისა და შემსრულებლის ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია იხსნება.
როგორც თბილისის მერიიდან "ექსპრენიუსს" აცნობეს, სკულპტურა ითვალისწინებს ხმოვან სისტემას, რომელიც კომპოზიციის შემადგენელ ნაწილში - სკამებშია დამონტაჟებული და, მათი საშუალებით, „მეფის“ მუსიკის მოსმენა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.
სკულპტურული კომპოზიციის ავტორი მოქანდაკე ვლადიმერ იმერლიშვილია. პროექტი მერიის დაფინანსებით განხორციელდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან