01:26 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-05 17:39:58, 942 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე „ბათუმი მოლის" გახსნას დაესწრო

ბათუმში, პირველი ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი „ბათუმი მოლი" გაიხსნა.

სავაჭრო ცენტრის გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდა.

"მინდა პირველ რიგში მივულოცო ბათუმელებს. პირველი მრავალფუნქციური მოლი გვაქვს ბათუმში. დღეიდან ბათუმელებს აქ შუძლიათ მოვიდნენ ოჯახებთან ერთად და დაისვენონ. არაჩვეულებრივი გარემოა და ეს არის პირველი მერცხალი. მრავალი მოლი და სავაჭრო ცენტრი გაიხსნება მალე ბათუმში“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ბათუმი მოლი" არის 4 სართულიანი და შენობას თან ახლავს 6 დონიანი ავტო პარკინგი, რაც ბათუმისათვის სიახლეს წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე საცობების თავიდან აცილებას. ცენტრის თოთოეულ სართულს აქვს ინდივიდუალური გასასვლელი პარკინგის შესაბამის დონეზე. მაქსიმალური კომფორტისათვის, ცენტრი აჭღურვილია შენობის ყველა სართულზე მდებარე ლიფტებით და ესკალატორებით.

ამ ეტაპზე სავაჭრო მოლში გახსნილია და წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების 50-მდე ბრენდი და გასართობი ობიექტი. წლის ბოლოსათვის დაგეგმილია ობიექტების რაოდენობის ზრდა. შესაბამისად 2016 წლის ბოლოს, „ბათუმი მოლი" ჯამში 120 ობიექტით მოემსახურება ბათუმელებს და მის სტუმრებს.

სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულია: ჰიპერპერმარკეტი, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ბრენდული მაღაზიები , პარფიუმერული, სამკაულის და აქსესუარების მაღაზიები, სატრენაჟორო დარბაზი, კაფეები,ბარები და სხვადასხვა გასართობი ობიექტები.

პროექტზე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 200 ადამიანი, ხოლო გახსნის შემდეგ დასაქმდება - 50-მდე ადამიანი.

 

(NS)

 

 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics