22:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 15:42:13, 845 ნახვა

რეგიონი
ლევან გორგილაძე წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პროექტის მეორე ეტაპის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) პროექტის მეორე ეტაპის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საქართველოს სამედიცინო ჯგუფმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობით 20 სასოფლო სკოლასა და პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) 10 დაწესებულებაში განახორციელა WASH-ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მოახდინა სკოლების პერსონალისა და მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.

„პროექტის მიზანია აჭარაში WASH ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და ქცევითი სტანდარტების შეცვლის წახალისება, რაც მოწოდებულია დიარეული დაავადებების ინციდენტობის შემცირებისათვის. WASH–ის გაიდლაინების მიხედვით ტრეინინგები ჩაუტარდა პჯდ–ების თანამშრომლებს, სკოლის მასწავლებლებს და სამეურვეო საბჭოების წევრებს, თანასწორთა განმანათლებლებს და მოსწავლეებს. დამატებით, თითოეულ სამიზნე დაწესებულებაში მომზადდა პერსონალი ინფრასტრუქტურის მოვლა–პატრონობისათვის. პროექტის ფარგლებში დამზადდა და გავრცელდა საინფორმაციო მასალები“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics