22:51 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 16:12:29, 665 ნახვა

რეგიონი
სოხუმში მნიშვნელოვან ობიექტებსა და საჯარო თავშეყრის ადგილებში დაცვა გააძლიერეს (ვიდეო)

სოხუმში დეფაქტო ხელისუფლების ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ საგანგებო თათბირი გამართა და ქალაქში მდებარე ყველა საჯარო თავშეყრის ადგილის, ასევე მნიშვნელოვანი ობიექტების გაძლიერებული დაცვის განკარგულება გასცა, - ამის შესახებ "სპუტნიკ აბხაზია" ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, "ძალოვანებმა" ყველა საჭირო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიება უნდა ჩაატარონ, იმისთვის, რომ თვითმკვლელი მამაკაცის ვინაობა დაადგინონ.

შეგახსენებთ, სოხუმში ადგილობრივი ტელერადიო კომპანიის  შენობის ტერიტორიაზე უცნობმა მამაკაცმა თავი აიფეთქა.

როგორც მედია საშუალება ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო შს მინისტრის, ასლან კობახიას განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობაა აღმოჩენილი.

მედიის ცნობით, აფეთქება დილით 07:05 საათზე მოხდა. დაღუპულის ვინაობა ერჯერობით უცნობია.

ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრემ 200 გრამი ტროტილის ექვივალენტი შეადგინა.

 

ვიდეო





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics