2016-10-17 14:01:38, 693 ნახვა
სამხედრო
საფრანგეთის სამხედრო ფლოტის ხომალდი ბათუმის პორტში შევიდა
ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ხომალდი “პრემიე მეტრ ლ’ერი” ბათუმის პორტში დღეს შევიდა და 20 ოქტომბრამდე დარჩება.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ჟანივ ლე დრიანის გადაწყვეტილებით, საჩხერის სამთო მომზადების სკოლისათვის შეძენილი აღჭურვილობის ნაწილს გადასცემს.
ფრანგი მეზღვაურები და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. ცნობისთვის, წვრთნები სიღრმეში ყვინთვაში გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან