2015-03-16 17:05:53, 562 ნახვა
ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა
ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ხვალ 1 დოლარი 2.17 ლარი იქნება, დღეს კი, მისი შეძენა 2.18 ლარად არის შესაძლებელი.
რაც შეეხება ევროს, ხვალ, 1 ევრო 2.29 ლარი ეღირება. დღეს კი, 1 ევრო 2.31 ლარია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან