17:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 17:45:13, 615 ნახვა

რეგიონი
არგენტინის დელეგაციამ ნუკრიანის საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა

არგენტინის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ნუკრიანის საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულეს.

სტუმრები საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციას გაეცნენ. არგენტინის იუსტიციისა და ადამიანის უფლებების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელს სანდრა ელენასა და მის თანაშემწეს, მარტინ ბორელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრების პროექტის მენეჯერმა მარიამ ძაგნიძემ უმასპინძლა. დელეგაციის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია იმ მრავალფეროვანი სერვისების შესახებ, რომლებსაც ნუკრიანის საზოგადოებრივი ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობას საშუალება აქვს, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შეუძლიათ, ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და შპს მექანიზატორის სერვისებით, ცენტრში ასევე წარმოდგენილი არიან კერძო კომპანიები: „მაგთიკომი“ და „ლიბერთი ბანკი“.

ამჟამად საქართველოს მასშტაბით 36 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ახალი ცენტრის გახსნა იგეგმება. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

არგენტინის დელეგაცია საქართველო 18 სექტემბერს ეწვია. უცხოელ სტუმრებს შეხვედრები ჰქონდათ: იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან. არგენტინის იუსტიციისა და ადამიანის უფლებების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი სანდრა ელენა და მისი თანაშემწე მარტინ ბორელი საქართველოს 23 სექტემბერს დატოვებენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics