16:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 19:29:10, 650 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰაიკე რენატე ფაიჩის შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური ესწრებოდა.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ სტუმარს რეგიონის განვითარების სტრატეგიული მიმართულებანი გააცნო.

საუბარი შეეხო სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების გაღრმავებას, მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებს შორის ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, განათლებისა და კულტურის საკითხებზე. ელჩმა მზაობა გამოთქვა გაცვლითი ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის.

აჭარა გერმანიის რამდენიმე რეგიონთან თანამშრომლობს და ჩვენს რეგიონში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში ბევრი ინფრასტრუქტურული ღონისძიება ხორციელდება.

გერმანია საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა.

დოქტორი ჰაიკე რენატე ფაიჩი საქართველოში გერმანიის ელჩია 2016 წლიდან.

გერმანიის ელჩი ჩვენს რეგიონში რამდენიმე დღე დარჩება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics