16:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 09:43:38, 691 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

დღეს, ბათუმში ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  კონფერენცია აჭარის მთავრობის პატრონაჟით ტარდება და მას 16 ქვეყნიდან მოწვეული 250-მდე დელეგატი ესწრება.

კონფერენციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მიესალმა.

"მეამაყება, რომ სწორედ ბათუმი მასპინძლობს საქართველოში ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის პირველ საერთაშორისო კონფერენციას და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ტრადიციის საძირკველი გახდება. თანამედროვე მედიცინა ძალიან დინამიურია. ეს კონგრესი ყველა დელეგატისათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა სიახლეების გაზიარების, კონტაქტების დამყარების, ახალი თანამშრომლობის და ბათუმი ამისათვის საუკეთესო ადგილია",-განაცხადა პატარაძემ.

საერთაშორისო კონგრესზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან გორგილაძემ, რომელმაც სტუმრებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მისასალმებელი სიტყვა წაუკითხა.

კონფერენციის მნიშვნელობისა და ბათუმში მისი ჩატარების იდეის შესახებ დელეგატებს ცნობილმა ექიმი, ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ილია ნაკაშიძე ესაუბრა.

ილია ნაკაშიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს და მის მეუღლეს სოფიო ბაკურიძეს, რომელთა უშუალო მხარდაჭერით, ჯერ კიდევ ყაზახეთში დაიგეგმა აღნიშნული საერთაშორისო სამედიცინო ფორუმის ბათუმში ჩატარდება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics