2016-09-12 17:53:10, 700 ნახვა
სამხედრო
4 სამხედრო მოსამსახურე საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვეს
მეორე დონის უმაღლეს სამხედრო განათლებაში მიღებული ბრწყინვალე შედეგებისთვის, "სამთო" სფეროში ეფექტური თანამშრომლობისთვის, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.
ამასთან, ავღანეთსა და ცენტრალურ აფრიკაში ფრანგი თანამებრძოლების გვერდიგვერდ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის მაიორი ვახტანგ დიასამიძე, კაპიტანი ლევან კახიძე, კაპიტანი ელდარ მამრიკაშვილი დაჯილდოვდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან