12:38 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 16:31:52, 777 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ვეტერანების საქმეთა სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ  კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი   ვეტერანი მებრძოლების  სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრაციის კუთხით, კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის  მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად.  კიბერუსაფრთხოების ბიუროში,  სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ვეტერანებს გადაამზადებენ.

ანდრია გოცირიძის განცხადებით, კიბერუსაფრთხოების ბიურო მზად არის, სხვა უწყებებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოყოფილი თანამშრომლები მოამზადოს,  რომლებიც კიბერინციდენტებთან დაკავშირებით ლექციებს მოისმენენ.
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური რეაბილიტაცია და მათი სამოქალაქო საზოგადოებაში  ინტეგრაცია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.  კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის მემორანდუმის  გაფორმებით,  მჭიდრო თანამშრომლობის თვალსაზრისით, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება.

დღესვე,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფრასტრუქტურა  დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics