2016-09-05 10:52:36, 843 ნახვა
რეგიონი
გორის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენს
გორის საკრებულოს დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი თანამდებობიდან გადააყენეს.
15 დეპუტატიდან იმპიჩმენტში მონაწილეობა 13-მა მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი 10-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცნობისთვის, ილია მეტრეველის იმპიჩმენტი გასულ თვეშიც სცადეს, თუმცა მაშინ დეპუტატებმა თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა უკან გაიტანეს.
მეტრეველი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრია.
გორის საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს უახლოეს სხდომაზე აირჩევენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან