2016-08-15 14:15:13, 762 ნახვა
სხვადასხვა
აჭარაში 19 აგვისტოდან გამოიდარებს
გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ 19 აგვისტოს ბათუმსა და ზოგადად, მთელ საქართველოში გამოიდარებს.
„ბათუმსა და ზოგადად, აჭარაში, 18 და 19 აგვისტოს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, მაგრამ არა ისეთი, რაც გუშინ იყო. შტორმი ბათუმში მოსალოდნელი არაა. 19 აგვისტოდან უკვე მთელს საქართველოში, მათ შორის აჭარაშიც, გამოიდარებს. ზოგადად, მთელს საქართველოშიც ძლიერ სტიქიურ მოვლენებს არ ველოდებით“, - განაცხადა ნიორაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან