13:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 17:04:55, 885 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის პროცესს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის პროცესს გაეცნო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  რეგიონის ხელმძღვანელს მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ გააცნეს.

 მათივე ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ-კლინიკური საავადმყოფოს აშენებისთვის ბიუჯეტიდან 22 მილიონი ლარია გამოყოფილი. თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვილი საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი.

ტერიტორიაზე ორი 5-სართულიანი და ერთი 4-სართულიანი ბლოკი აშენდება. ტერიტორიის ფართი 22 107 კვ. მეტრს შეადგენს.

ბათუმის რესპუბლიკურ-კლინიკურ საავადმყოფოს ბაზაზე იმუშავებს ასევე საუნივერსიტეტო კლინიკაც.

მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. რესპუბლიკური საავადმყოფო აჭარაში 1964 წელს აშენდა და ბოლო 20 წლის განმავლობაში შენობები ფაქტიურად ამორტიზებულ მდგომარეობაში იყო.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics