15:01 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 18:28:40, 668 ნახვა

სამხედრო
საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აბიტურიენტებისთვის "ღია კარის დღე" გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აბიტურიენტებისთვის "ღია კარის დღე" გაიმართა. ახალგაზრდებს აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გეგეჭკორმა უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აკადემიის ხელმძღვანელობამ აბიტურიენტებს საბაკალავრო სკოლაში მიღების პირობები გააცნო და არსებული საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მომავალმა სტუდენტებმა უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში სწავლის უპირატესობასა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზეც მიიღეს ინფორმაცია.
 მოგვიანებით, აბიტურიენტებს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დათვალიერებისა და საცხოვრებელი პირობების გაცნობის საშუალებაც მიეცათ.
უწყების ცნობით, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება 31 მარტიდან და 19 ივნისის ჩათვლით იწარმოებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტები გაივლიან აკადემიის შიდა ტურებს: სამედიცინო შემოწმება, გასაუბრება და ფიზიკური მომზადება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარდება შემდეგი საგნები - ქართული ენა, ზოგადი უნარები, უცხო ენა და მათემატიკა.
2014-2015 აკადემიური წლისთვის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიღება ხორციელდება მენეჯმენტისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამებზე. იუნკერები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საცხოვრებელი ადგილით, კვებით, ფორმითა და სამედიცინო მომსახურებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.
აკადემიის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული ბაკალავრის ხარისხსა და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას იღებს. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აფინანსებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics