06:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 11:53:57, 786 ნახვა

რეგიონი
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ისრაელში გადამზადდებიან

ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს ექიმები ისრაელის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში გადამზადდებიან.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს და კლინიკური დეპარტამენტების ხელძღვანელებს შეხვდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა საავადმყოფოს მენეჯმენტს 10 ექემის შერჩევა დაავალა, რომლებიც თელ-ავივში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრებიან.

მედიკოსთა გადამზადების ინიციატივა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს ეკუთვნის. გადამზადების ხარჯებს სრულად დაფარავს ისრაელის მხარე. ქ. ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს ექიმების გადამზადება კლინიკის ახალი შენობის მშენებლობის პარალელურად, ეტაპობრივად განხორციელდება. ახალი საავადმყოფოს მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, საავადმყოფო გათვლილია 170 საწოლზე, დაწესებულება აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით.

საავადმყოფოს ექნება საუნივერსიტეტო კლინიკის დანიშნულება, სადაც სტუდენტები შეძლებენ სასწავლო პრაქტიკის გავლას. კლინიკის მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

აჭარის მთავრობის აპარატის და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით რეგიონის სამედიცინო პერსონალის გადამზადება პერიოდულად ხორციელდება. 2015 წელს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სილეზიის რეგიონს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში პოლონეთში კვალიფიკაცია ორმა ბათუმელმა ექიმმა აიმაღლა. 2011-2013 წწ, პოლონეთში, აჭარის სამედიცინო დაწესებულებებიდან სტაჟირების კურსი გაიარა შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics