09:27 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 09:27:46, 358 ნახვა

სამართალი
შსს-მ ეკლესიის ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი არასრულწლოვანი - 2003 წელს დაბადებული ბექა ო. და 2001 წელს დაბადებული ზაზა ს. ქურდობის ბრალდებით რუსთავში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვნები 22 თებერვალს, რუსთავში, ხარების სახელობის ეკლესიაში ღამით შეიპარნენ და შესაწირი ყუთიდან 420 ლარი მოიპარეს.

„გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულებს ეკლესიაში შესვლის დროს ორი ხატი გაუტყდათ, რომლებიც ეკლესიის სახურავზე გადამალეს. სამართალდამცველებმა დაზიანებული ხატები ეკლესიის მსახურებს დაუბრუნეს.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არასრულწლოვანი დაკავებულები სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics