12:57 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 14:12:20, 905 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: დღეიდან, წინასაარჩევნო პერიოდის ათვლა ოფიციალურად დაიწყო

არჩევნების თაობაზე კონტრასიგნაცია მთავრობის სხდომის განკარგულების მიხედვით გაკეთდა და 8 ივნისიდან წინასაარჩევნო პერიოდის ათვლა ოფიციალურად დაიწყო,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, მთელი რიგი რეგულაციები ძალაში შედის.

„ეს  ნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, მთელი რიგი რეგულაციები ძალაში შედის; ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში  წინასაარჩევნო პერიოდში სტანდარტი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. შესაბამისად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში იზღუდება. ეს არის დემოკრატიის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი. ვფიქრობთ, კონსულტაციებმა, რომელიც გაიმართა პრეზიდენტთან და პარლამენტთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics