22:00 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 21:51:41, 597 ნახვა

სამხედრო
ქართველი კადეტი აშშ-ის პრეზიდენტმა დააჯილდოვა

ქართველმა კადეტმა, რიგითმა სანდრო გულუამ აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემია დაამთავრა. 812 კურსდამთავრებულის გამოსაშვები ცერემონიალი კოლორადოს შტატში, ქალაქ კოლორადო სფრინგსის საჰაერო ძალების სტადიონზე გაიმართა.

ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაესწრო. მან ახალგაზრდა სამხედრო მფრინავებს დიპლომები გადასცა და წარმატებული კარიერა უსურვა. სიტყვით მიმართვისას ბარაკ ობამამ ახალგაზრდებს შვიდწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში მიღებული გამოცდილება გაუზიარა და აღნიშნა: „როდესაც ინვესტიციას ვდებთ განათლებასა და შესაძლებლობების განვითარებაში მსოფლიოს მასშტაბით, კონფლიქტები და სამხედრო ინტერვენცია სულ უფრო ნაკლებად საჭირო ხდება“.

დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს სამხედრო ატაშე აშშ-ში, პოლკოვნიკი ვეფხვია ჩალაბაშვილი დაესწრო. რიგითი სანდრო გულუა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2012 წელს ჩაირიცხა. შესაბამისი კონკურსის გავლის შემდეგ, იმავე წელს, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო აკადემიაში გააგრძელა სწავლა. სანდრო გულუა საქართველოში 18 ივნისს დაბრუნდება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პროფესიული მოვალეობის შესრულებას შეუდგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics