13:21 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 16:20:11, 603 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და მოლდოვას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შექმნა იგეგმება

საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ინტენსივობის ამაღლების მიზნით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შექმნა იგეგმება, - მზაობა აღნიშნულ საკითხზე საქართველოსა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე გამოთქვეს, რომელიც ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოლდოველ კოლეგას, კირილ გაბურიჩის, თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მოლდოვასთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

როგორც ღარიბაშვილმა გაცახადა, საქართველოსთვის პრიორიტეტულია თანამშრომლობა ევროინტეგრაციისა და სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებზე გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას საბაჟო და სამართალდამცავ სფეროში გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

ამასთან, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics