13:59 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 14:04:04, 563 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურისტულ პოტენციალს ბელარუსი ტურ სააგენტოები ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პოტენციალს ინფო ტურის ფარგლებში ბელარუსი ტურ სააგენტოები ეცნობიან.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მათთვის ტურიზმის დეპარტამეტში აჭარის ტრისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, ინფო ტურის მონაწილეები  აჭარაში მოქმედი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ბათუმის ღირსშესანიშანოებებს დაათვალიერებენ, რეგიონის სასტურმო პოტენციალს გაეცნობიაბ, ეწვევიან  მაღალმთიან აჭარას, სადაც აჭარულ სამზარეულოსა და ღვინოს დააგემოვნებენ. გარდა ტურისტული სააგენტოებისა,  ინფო ტურში იმყოფება ბელარუსში წამყვანი გაზეთის „არგუმენტი და ფაქტები“-ს ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, რომლებიც აჭარასა და ზოგადად საქართველოს შესახებ სტატიებს გამოაქვეყნებენ და ბელარუსში ფოტო გამოფენას მოაწყობენ. ინფო ტურის მონაწილეები აჭარას 17 აპრილს დატოვებენ.

ბელარუსი ტურსააგენტოები ბათუმს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ესტუმრნენ. საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტისას ტურ-ოპერატორებმა თბილისი, კახეთი, მცხეთა და პრომეთეს მღვიმე დაათვალიერეს.

აჭარის მიმართ ბელარუსი ტურისტული სააგენტოებისა და ვიზიტორების ინტერესი გაზრდილია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბელარუსში პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს მეოთხე წელია ახორციელებს.  გასულ წელს რეგიონში შემოსული ბელარუსი ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,7 % პროცენტითაა გაზრდილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics