12:48 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 19:42:24, 656 ნახვა

რეგიონი
„პაციენტის უფლებების კვირეული“ კახეთის რეგიონში გაგრძელდება

„პაციენტის უფლებების კვირეული“ კახეთის რეგიონში გაგრძელდება. 21 და 22 აპრილს შეხვედრები გაიმართება თელავისა და პანკისის ხეობის მოსახლეობასთან.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივები პაციენტის უფლებების შესახებ მომზადებულ პრეზენტაციას გაეცნობიან, ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ ( 2 103 003) მუშაობის შესახებ. ცხელი ხაზის მენეჯერი დაინტერესებულებს დეტალურად გააცნობს „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ ფარგლებში ხელმისაწვდომ სერვისებს, ასევე ხშირად დასმულ შეკითხვებს და მოსახლეობისთვის ყველაზე აქტულურ საკითხებს.

აუდიტორიას საშუალება ექნება გაეცნოს თუ როგორ ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისებით; როგორ ხდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებში ჩართვა; რა ბერკეტები არსებობს ოპერაციების და სხვადასხვა ტიპის სპეციფიური მკურნალობის დაფინანსების მოსაპოვებლად დ ა.შ.

„პაციენტის უფლებების კვირეულის“ ფარგლებში,  თელავის ცენტრლურ ქუჩებში მსვლელობაც იგეგმება. მოხალისეებისგან შემდგარი ჯგუფი „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ მაისურებით მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურებს დაურიგებს. ასევე, საზოგადოებრივი თვშეყრის ადგილებში სეციალური პლაკატები განთავსდება.

მსგავსი ტიპის აქტივობები სამეგრელოს რეგიონიდან დაიწყო. მარტში, პაციენტის უფლებების შესახებ საინფორაციო კამპანია სამეგრელოს რეგიონში - სენაკსა და ზუგდიდში ჩატარდა.

პროექტს ახორციელებს „საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics