|
2016-04-07 16:15:59, 612 ნახვა
რეგიონი
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა გორის სკოლების მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩაატარა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროექტ „მოხალისე ტრენერები დანაშაულის პრევენციისთვის“ ფარგლებში გორის იუსტიციის სახლში ტრენინგი ჩაატარა. ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრის თემა იყო - „ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები საქართველოში“, რომელსაც ადგილობრივი სკოლების 20 მოსწავლე დაესწრო. ტრენინგი პროექტ „მოხალისე ტრენერები დანაშაულის პრევენციისთვის“ ტრენერმა, ნინო ბაზიკოშივლმა ჩაატარა. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ჯანდაცვის კანონმდებლობაში არსებული უფლებებისა და მათი პრაქტიკაში რეალიზების შესახებ. ტრენინგში გამოყენებული იყო საქართველოს კანონმდებლობა და ევროპული ქარტიის მნიშვნელოვანი ნორმები. მონაწილეებმა ერთობლივად განიხილეს ისეთი მნიშნველოვანი საკითხები, როგორიცაა - ჯანმრთელობის ცნება, ინფორმაციის მიღების უფლება, მეორე აზრის მოძიების უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და კონფიდენციალურობის უფლება, სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულების არჩევის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა, ხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება, უფლებების დარღვევა, დარღვეული უფლების აღდგენა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები ჯანდაცვის სფეროში უფლებების რეალიზების კუთხით. დასასრულს, უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების შესახებ დისკუსია გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამები საქართველოს 15 ქალაქში მიმდინარეობს და მათი მთავარი მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოხალისეობრივი კულტურის დანერგვა. პროგრამებში 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობენ.
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)