11:14 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-14 11:18:23, 1923 ნახვა

პოლიტიკა
ირანის არმია ახლო აღმოსავლეთში მდებარე იმ ნავთობკომპანიებს ემუქრება, რომლებიც აშშ-სთან თანამშრომლობენ

ირანის არმია სამხედრო იერიშით ემუქრება ახლო აღმოსავლეთში მდებარე იმ ნავთობკომპანიებს, რომლებიც აშშ-თან თანამშრომლობენ.

სამხედროების განცხადებაში, რომელსაც „როიტერი“ ავრცელებს, ნათქვამია, რომ ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ თავდასხმების სამიზნე გახდება ირანის სანავთობე ინფრასტრუქტურა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა დარტყმა მიიტანეს ირანის კუნძულ ხარგზე და იქ არსებული ყველა სამხედრო ობიექტი გაანადგურეს. ტრამპის თქმით, მან გადაწყვიტა, „არ გაესწორებინა მიწასთან“ ხარგის კუნძულზე არსებული სანავთობე ინფრასტრუქტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს, თუ ირანი ხელს შეუშლის გემების გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში.

ხარგის კუნძულზე მდებარეობს ტერმინალი, რომლითაც ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% ხორციელდება.

ცნობისთვის, აშშ-ისა და ისრაელის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ ირანმა უკვე განახორციელა დარტყმები სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყნის სანავთობე ინფრასტრუქტურაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics