14:03 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-12 14:58:18, 2547 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძის თქმით, 6 წელზე მეტი ასაკის მანქანებზე შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, გაიზრდება აქციზი

ივანიშვილის წარმომადგენელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 6-ზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყავნის აკრძალვას გააუქმებენ. კობახიძე ამბობს, რომ ახალი რეგულაციით გაიზრდება განბაჟების ტარიფი - 1 კუბზე 4.5 ლარის ოდენობით. 

"როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა კორექტირება შევიტანოთ ამ გადაყვეტილებაში, კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6-ზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული 1 კუბზე 4.5 ლარი. შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა გაზრდილი აქციზის ტარიფით.

ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე. სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ ამ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესამსისი კერძო სუბიექტების და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს" - თქვა ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის მთავრობის სხდომაზე.

მოქმედი ტარიფით, 6-დან 9-მდე წლოვანების ავტომობილის განბაჟების ტარიფი 80 თეთრი იყო. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემთხვევაში განსაზღრვრული იყო აქციზის განაკვეთის სამმაგი ოდენობა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics