2026-03-06 17:51:08, 3250 ნახვა
პოლიტიკა
კალასი: ქართველებს ჩვენი მხარდაჭერა აქვთ, EU-ში რეპრესიების წარმომადგენლების ადგილი არაა
მთავრობა თუ თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოს უკვე ჩამოართვა დაფინანსება „დემოკრატიული უკუსვლის გამო“.
„დღეს ევროპა ხელს უშლის მჩაგვრელ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის ქართველ დიპლომატებს ევროკავშირში თავისუფლად მოგზაურობაში. ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში რეპრესიების წარმომადგენლების ადგილი არ არის“, – განაცხადა კაია კალასმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,