15:02 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-06 12:25:40, 1985 ნახვა

პოლიტიკა
განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას – სახდეპი

TV ფორმულა ავრცელებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კომენატარს, რომელიც მათი ცნობით დეპარტამენტმა ტელევიზიას გამოუგზავნა. 

სახ.დეპის განცხადებით, აშშ საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწაფვის, ასევე განიხილავს ნაბიჯებს, "რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად".

"ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის.

სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობიდან და კეთილდღეობიდან, რასაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს. 

ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად" - ფორმულას ცნობით, ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მათთვის გაგზავნილ კომენტარში.

ცნობისთვის, ივანიშვილის პარლამენტის დელეგაცია აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა. 

23 თებერვალს, პროპაგანდისტული ტელეარხმა, TV იმედმა გაავრცელა ინფრომაცია, რომ ივანიშვილის დეპუტატები, ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა, "კონგრესმენი ანა პაულინა ლუნას მიწვევით," ვაშინგტონში 4-5 მარტს დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრებიან, რომელსაც სახელად "სუვერენული ერების ალიანსი" ჰქვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics