09:07 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-22 08:51:16, 392 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა გამოაცხადა მზადყოფნა, უკრაინას გადასცეს 6 მილიარდი დოლარი აშშ-ში გაყინული რუსეთის რეზერვებიდან

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა გამოიყენოს აშშ-ში გაყინული რუსული რეზერვების ნაწილი უკრაინის ტერიტორიების აღსადგენად სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ. რუსეთის უშიშროების საბჭოსთან შეხვედრაზე მისი გამოსვლის თანახმად, საუბარია დაახლოებით 6 მილიარდ დოლარზე. პუტინის თქმით, რუსეთს უკვე შეუძლია გაყინული აქტივებიდან 1 მილიარდი დოლარი გადასცეს „მშვიდობის საბჭოს“, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული მის მუშაობაში მონაწილეობის შესახებ.

„შეერთებულ შტატებში ჩვენი გაყინული აქტივებიდან დარჩენილი თანხები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო მოქმედებებით დაზიანებული ტერიტორიების აღსადგენად რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ. ჩვენ ასევე განვიხილავთ ამ შესაძლებლობას აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან“, - თქვა მან. „როიტერის“ შეფასებით, პუტინის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეერთებულ შტატებში დაახლოებით 7 მილიარდი დოლარია გაყინული.

პუტინის მიერ ნახსენები „მშვიდობის საბჭოს“ იდეა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნის. თავდაპირველად, სტრუქტურა ღაზას სექტორის მართვისთვის იყო ჩაფიქრებული, მაგრამ მისი წესდება, Financial Times-ის ცნობით, კონფლიქტურ რეგიონებში მშვიდობის ხელშეწყობის უფრო ფართო მანდატს ითვალისწინებს. გამოცემის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია საბჭოს გაეროს პოტენციურ ალტერნატივად და უკრაინასთან დაკავშირებული შესაძლო სამომავლო შეთანხმების განხორციელების მონიტორინგის ინსტრუმენტად მიიჩნევს.

საბჭოში გაწევრიანების მოწვევა რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ელ-სისიმ მიიღეს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მოწვევა ვლადიმერ პუტინსაც გაეგზავნა.

ტრამპის ადმინისტრაციამ „მშვიდობის საბჭოს“ მუდმივი წევრობის მსურველი ქვეყნებისგან 1 მილიარდი დოლარის შენატანიც მოითხოვა. ამ შენატანის გარეშე წევრობა სამი წლით შემოიფარგლება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics