12:58 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-30 16:17:32, 1297 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 26.5 მლრდ აშშ დოლარი (72.3 მლრდ ლარი) შეადგინა

ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 26.5 მლრდ აშშ დოლარი (72.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 75.1 პროცენტია. 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 1.1 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 74.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, საკურსო ცვლილებების გამო 815.5 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო 18.6 მლნ აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო 144.1 მლნ აშშ დოლარით.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.5 მლრდ აშშ დოლარი (31.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 32.4 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.9 მლრდ აშშ დოლარი (24.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 821.1 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.3 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 451.8 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.3 პროცენტი) და 1.3 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.6 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 9.1 მლრდ აშშ დოლარი (24.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 14.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.7 მლრდ აშშ დოლარი (7.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 7.7 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 87.0 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 13.8 მლრდ აშშ დოლარი (37.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 39.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.8 მლრდ აშშ დოლარია (18.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 19.2 პროცენტია.

2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 1.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 29.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 27.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა,  2025 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 821.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 477.2 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics