15:10 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-12 19:26:28, 3814 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - ლევან ხაბეიშვილის დაპირება არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი

ლევან ხაბეიშვილის დაპირება არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო, - ამის შესახებ  ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილი პირობას აძლევდა ყველას, ნებისმიერს, ვინც გადადგამდა ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს და დაუპირისპირდებოდა სახელმწიფო სისტემას.

კითხვაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები პარალელს ავლებენ ლევან ხაბეიშვილის დაპირებასა და წლების წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემულ დაპირებას შორის, რომლებიც სოფლებისთვის 5 მილიონი ლარის გამოყოფას გულისხმობდა, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი.

„რაც შეეხება 5 მილიონს, თქვენ რომ იანგარიშოთ ამ წლების განმავლობაში მთლიანად სასოფლო დასახლებებს რამდენი მოხმარდა, 5 მილიონზე ბევრად მეტია. ჩვენ რომ შევხედოთ რეგიონული განვითარების ნაწილში არაურბანულ სასოფლო დასახლებებს რამდენი მოხმარდა, არის ბევრად უფრო მეტი, საშუალო მაჩვენებელი რომ აიღოთ, ვიდრე 5 მილიონი ლარი და ეს დაპირებაც, ისევე როგორც სხვა დაპირებები, არის პირნათლად შესრულებული. 

რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის დაპირებას, ეს არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, გამომდინარე იქიდან, რომ მას თან ახლავს კონკრეტიკა. ის პირობას აძლევდა ყველას, ნებისმიერს, ვინც გადადგამდა ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს და დაუპირისპირდებოდა სახელმწიფო სისტემას. იმდენად კონკრეტულია ამ შემთხვევაში დაპირება, რომ ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics