2025-07-15 09:58:49, 2157 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ სადგურის მოედანზე ნგრევის ფაქტზე, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.
ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყების სხვა დანაყოფების თანამშრომლებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,