21:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 11:00:47, 547 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ფილიალში ბიზნესის რეგისტრაციისას მომხმარებლები ქეშბექს მიიღებენ

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერისა და სამეწარმეო საქმიანობის წახალისების მიზნით, მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს — ბანკის ფილიალში ბიზნესის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში, ისინი მომსახურების სტანდარტულ საფასურს ნაწილობრივ ან სრულად დაიბრუნებენ.

კონკრეტულად, აქციის ფარგლებში:

  • ინდ. მეწარმეები ანგარიშზე ქეშბექის სახით უკან მიიღებენ რეგისტრაციის სრულ საფასურს;
  • შპს-დ რეგისტრირებულ პირებს კი დაუბრუნდებათ რეგისტრაციის ღირებულების 20%.

საქართველოს ბანკში ბიზნესის რეგისტრაცია თბილისში, ხუთ ფილიალშია ხელმისაწვდომი. მომხმარებლებს შეუძლიათ, ბანკშივე გაიარონ პროცედურა, რაც სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციისთვისაა საჭირო. ფილიალში ვიზიტის დაჯავშნა წინასწარ არის შესაძლებელი, რაც განსაკუთრებით ამარტივებს პროცესს და ზოგავს დროს. სამომავლოდ, აღნიშნული სერვისი რეგიონებშიც გახდება ხელმისაწვდომი.

ბიზნესის რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ადგილზე ან ბიზნეს მობილბანკით გახსნან ანგარიში და ისარგებლონ სასტარტო ბიზნეს ნაკრების ბენეფიტებით, რომელშიც შედის:

  • ბიზნეს ანგარიში;
  • ბიზნეს ბარათი;
  • ტერმინალი – 3 თვე მომსახურების საკომისიოს გარეშე;
  • ონლაინ გადახდები – საკომისიოს გარეშე და სხვა. სრული სია იხილეთ აქ.

გაიგეთ მეტი ფილიალში ბიზნესის რეგისტრაციისა და მიმდინარე სიახლეების შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

ინფორმაციისთვის: ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოს ბანკის სერვის ცენტრებში შესაძლებელია საქართველოს მოქალაქე ინდ. მეწარმეებისთვის ან შპს-სთვის, რომლის დამფუძნებელი ან დირექტორიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics