|
2025-05-29 15:55:57, 805 ნახვა
ეკონომიკა
სელფი მობაილის კორპორატიული მომსახურების ახალი ოფისი გაიხსნა
ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, სელფი მობაილმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, თბილისში კორპორატიული მომსახურების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის მისამართია ვაჟა-ფშაველას გამზირი 70, სითი თაუერი. სელფი მობაილის კორპორატიული მომსახურება მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აუციელბელი სერვისების სრულ სპექტრს, რომელიც ითვალისწინებს კლიენტის საქმიანობის სფეროსაც და ესადაგება მათ საჭიროებებს. ტელეკომ მომსახურებასთან ერთად, სელფი მობაილი კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს ინოვაციურ ბიზნეს გადაწყვეტებს და სპეციალურ პირობებს ბიზნესის წარმოებისთვის აუცილებელ სხვადასხვა მომსახურებაზე, პარტნიორების ფართო ქსელის არსებობის დამსახურებით. „სელფი მობაილის კორპორატიული კლიენტების მომსახურებას გამოარჩევს მომხმარებელზე ინდივიდუალური ზრუნვა და სერვისების ფართო სპექტრი, რომელიც კავშირგაბმულობის გარდა მოიცავს მათი საქმიანობისთვის აუცილებელ გადაწყვეტებს. როგორც ევროპაში წამყვანი ტელეკომ ოპერატორის, Vodafone-ის პარტნიორს საქართველოში, სელფი მობაილს შესაძლებლობა აქვს მის კლიენტებს გაუზიაროს ევროპაში აპრობირებული საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკა და შეთავაზოს Vodafone-ის პროდუქტები. მოხარული ვარ, რომ ამიერიდან ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მომსახურებას ახალ სივრცეში, რომელიც სრულადაა მორგებული მათთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე.“- აცხადებს ხათუნა კოხრეიძე, სელფი მობაილის კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დამატებითი ინფორმაცია სელფი მობაილის კორპორატიული მომსახურების შესახებ იხილეთ: https://cellfie.ge/ka/b2b/mobile
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)