05:48 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-16 11:03:33, 1174 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსული ძალების შეტევის მოგერიების დროს F-16 დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რუსული ძალების მიერ ღამით განხორციელებული იერიშის მოგერიების დროს F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი დაკარგა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, პილოტმა, საავიაციო ქვემეხის გამოყენებით, სამი საჰაერო სამიზნე გაანადგურა და მეოთხეზე მუშაობდა.

„პილოტმა თვითმფრინავი დასახლებული ზონიდან მოშორებით მიმართა და წარმატებით კატაპულტირდა“, - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის უსაფრთხო ადგილას იმყოფება.

„ყველა გარემოების ობიექტურად გასარკვევად შეიქმნა კომისია, რომელმაც უკვე დაიწყო მუშაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics