03:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-12 16:35:57, 931 ნახვა

საზოგადოება
საია - ჟურნალისტებისადმი ძალადობის ფაქტებს ხელს უწყობს შესაბიმისი ორგანოების გულგრილობა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოეხმაურა ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არხის ჟურნალისტზე, მარიამ მაკასარაშვილზე თავდასხმის შესახებ.

მაკასარაშვილის თქმით, მას და მის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის უკვე გადამდგარის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ.

"მომხდარი ადასტურებს ჟურნალისტების მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტებს, რასაც პირდაპირ უწყობს ხელს შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების გულგრილობა. ასეთი დამოკიდებულება ახალისებს ძალადობას და აჩენს დაუსჯელობის განცდას.

ისედაც გაუარესებულ მედიაგარემოში, საია გმობს მომხდარს და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას გავრცელებულ ინფორმაციაზე მოახდინონ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება." - წერს საია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics