02:53 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-05 10:46:14, 648 ნახვა

ომი უკრაინაში
ანდრიუს კუბილიუსი - ევროკავშირმა, შესაძლოა, უკრაინის დახმარებას გააორმაგოს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზარდოს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღის პირდაპირ შეძენით.

ევროკომისარი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ და ევროკავშირი ამჟამად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიარდ ევროს გამოყოფენ. თუმცა, მისი თქმით, ამ თანხის უფრო ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღის პირდაპირ შეძენაში ინვესტირებით.

„თუ ტრამპი პუტინს მშვიდობის დამყარებაში ვერ დაარწმუნებს, ჩვენ, შესაძლოა, ძალიან სწრაფად წარმოვადგინოთ მშვიდობისთვის უფრო დამაჯერებელი არგუმენტები - უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო მხარდაჭერის მნიშვნელოვნად გაზრდით. აქამდე ევროკავშირი და აშშ უკრაინას წელიწადში დაახლოებით 40 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას უწევდნენ. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია იგივე თანხა დავხარჯოთ უკრაინაში თანამედროვე იარაღის შეძენაზე - რაც დაახლოებით ორჯერ ნაკლები დაჯდება, ვიდრე ევროკავშირში ან აშშ-ში წარმოებული იარაღი. ეს, ფაქტობრივად, გააორმაგებს უკრაინის მიერ იმავე 40 მილიარდი ევროს სანაცვლოდ მიღებული იარაღის მოცულობას. ჩვენი მხარდაჭერის რეალური ღირებულება 80 მილიარდ ევრომდე გაიზრდება“, - წერს კუბილიუსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics