16:51 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 18:12:40, 671 ნახვა

საზოგადოება
სეს - სოფლის ნობათის გაყიდვაში არსებული პროდუქცია სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სოფლის ნობათის კონკრეტული პარტია, რომელშიც  აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა სარეალიზაციო ქსელიდან სრულიად ამოღებულია.

მათივე ცნობით, სოფლის ნობათის გაყიდვაში არსებული პროდუქცია სრულად შეესაბამება სტანდარტებს.

"სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ  სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის (სოფლის ნობათი) ის კონკრეტული პარტია, სადაც  აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. პროდუქციის ამოღების პროცესს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის  მასშტაბით უწევენ ზედამხედველობას. კომპანია ვიმ- ბილ-დან საქართველო  აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან და დარღვევის გამოვლენისთანავე,  მყისიერად დაიწყო პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა. ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული სოფლის ნობათის პროდუქცია (რძე, მაწონი, არაჟანი,ხაჭო და სხვ.) სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელ კომპანიებს გეგმურად წელიწადში  მინიმუმ  4-ჯერ მაინც ამოწმებს.  შარშან სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით, 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში აიღო, მათ შორის ვიმ- ბილ-დან საქართველო 15- ჯერ შემოწმდა (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება ნიმუშების კვლევა სხვადასხვა მაჩვენებლზე, მათ შორის აფლატოქსინზე) და  არცერთი დარღვევა არ გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს რძის მწარმოებელი კომპანიების კონტროლს და ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებიც  პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას". - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics