01:48 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-13 16:46:17, 733 ნახვა

სხვადასხვა
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ხვალ პანკისელ ახალგაზრდებს და ქალბატონებს საელჩოში უმასპინძლებს

დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, 2016 წლის 14 მარტს პანკისელ ახალგაზრდებს და ქალბატონებს საელჩოში უმასპინძლებს.  როგორც "ექსპრესნიუსს" საელჩოდანა ცნობეს, ელჩთან ერთად ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითებში დავით ბაქრაძე დაესწრებიან.

პანკისელი სტუმრები, არიან მონაწილეები პროექტისა: „პანკისელი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების გაძლიერება“, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობის შედეგად ახორციელებს „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“ და „უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი“. პროექტის მიზანია პანკისელი ახალგაზრდების ჩართვა სხვადასხვა ტიპის აქტივობებში. პროექტში 120-ზე მეტი ახალგაზრდა იღებს პროფესიულ განათლებას (8 სხვადსხვა სოფელში). 

„მოხარული ვარ ვუმასპინძლო პანკისელ სტუმრებს საელჩოში. ეს პროექტი, რომელსაც ბრიტანეთის კონფლიქტების მოგვარების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდიდან ვუჭერთ მხარს, არა მხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ მას აქვს პოტენციალი ამ ახალგზრდების ცხოვრება შეცვალოს. ვინაიდან ეს  ულამაზესი მხარე, პანკისის ხეობა ცოტა იზოლირებულია დანარჩენი საქართველოსგან, ძალიან მნიშვნელოვანია იქ მცხოვრებ ხალხთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარება, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობების შეთავაზება: განათლების, სპორტის თუ გართობის კუთხით. დღეს საელჩოში, ჩვენ მათთან განათლების მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე ვისაუბრებთ“,-განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics