17:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-28 12:21:33, 1288 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის ოლქებზე იერიში მიიტანა - არიან დაშავებულები

27 მარტის საღამოს და 28 მარტს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 163 უპილოტო საფრენი აპარატით მასიური იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, ჩამოგდებულია 89 დრონი.

გარდა ამისა რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად, ლოკაციურად დაკარგულია 51 უპილოტო საფრენი აპარატი.

იერიში მიტანილი ხარკოვის, სუმის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე.

ოდესის ოლქის დაბომბვის შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე კერძო სახლსა და ავტოფარეხს. წინასწარი მონაცემებით დაშავებულია ერთი ადამიანი.

თავდასხმის შედეგად, დნეპროპეტროვსკში დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო საწარმო. ბოლო მონაცემებით არავინ დაშავებულა.

რეგიონზე იერიშისას ოკუპანტებმა გამოიყენეს როგორ უპილოტო საფრენი აპარატები, ისე სარაკეტო ზალპური ცეცხლის სისტემა გრადი.

პოლტავის ოლქში, უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად 2500 კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე სასაწყობე შენობა, ადმინისტრაციული შენობა და ერთ-ერთი საწარმოს ტრანსფორმატორი. 

ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 19 სახანძრო მანქანა და 90 მეხანძრე.

მასიური იერიშის მოგერიებაში საჰაერო თავდაცვის ძალებისა და რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების გარდა ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები და მობილური ცეცხლის ჯგუფები.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics