15:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-28 11:06:18, 839 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი უკრაინის სამ ოლქზე ახალი თავდასხმებისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის სადაზვერვო ინფორმაცია ადასტურებს, რომ რუსეთი სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე ახალი თავდასხმებისთვის ემზადება.

ამის შესახებ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებების შემდეგ და პარიზში დაგეგმილი უკრაინის მხარდასაჭერად "მსურველთა კოალიციის" სამიტის წინ ისაუბრა. სამიტში 30-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.

"ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე ახალი თავდასხმებისთვის ემზადება. ისინი აჭიანურებენ მოლაპარაკებებს და ცდილობენ, რომ აშშ ყალბი "პირობების" შესახებ უსასრულო უაზრო დისკუსიაში ჩაითრიონ, რათა დრო მოიგონ, შემდეგ კი მეტი მიწის ხელში ჩაგდება სცადონ". - თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა დაამატა, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა უნდა გააგრძელონ და მშვიდობის გარანტირებისთვის ძალების განთავსების ერთობლივი გეგმა შეიმუშაონ. 

გარდა ამისა, ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას საარტილერიო ჭურვების, დრონებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ერთობლივ წარმოებაში ინვესტიციები სჭირდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics