02:20 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 12:13:47, 849 ნახვა

ომი უკრაინაში
სარატოვზე დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვიდან ავიარეისები გადაიდო

„გაგარინის“ აეროპორტში დაწესებული შეზღუდვების გამო, მოსკოვიდან სარატოვის მიმართულებით და პირიქით, ოთხი ავიარეისი გადაიდო, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მანამდე, „როსავიაციის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სარატოვის „გაგარინის“ აეროპორტში, სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების გამო, დროებითი შეზღუდვები დაწესდა.

მოგვიანებით, გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს დილით, დრონებით თავდასხმის შედეგად, სარატოვის ოლქის პეტროვსკის რაიონში არასაცხოვრებელი შენობები დაზიანდა.

მისივე ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.

რუსული მედიის ცნობით, დღესვე, სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის მიზნით, შეზღუდვები დაწესდა ვოლგოგრადის აეროპორტშიც. მოგვიანებით შეზღუდვები მოიხსნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics