23:42 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 10:13:02, 708 ნახვა

ეკონომიკა
ქართველი ჯუდოკების პოზიციები მსოფლიო რეიტინგში - საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია

ავსტრიის გრან პრის დასრულების შემდეგ, ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო რეიტინგი განაახლა, რომელიც ხაზს უსვამს ქართველი ჯუდოკების წარმატებას გლობალურ ასპარეზზე.

აღნიშნული მსოფლიო რეიტინგი სპორტსმენების მიერ გასულ შეჯიბრებებზე მიღწეულ წარმატებასა და დაგროვილ ქულებს ეფუძნება. ამასთან, ჯუდოკას თითოეული  რეიტინგი სპორტსმენების ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობას განსაზღვრავს. 

მსოფლიო რეტინგის პირველ ათეულში მოხვედრილი ქართველი სპორტსმენების სია ასე გამოიყურება:

  • 60 კგ წონით კატეგორიაში სარდლაშვილი გიორგი მსოფლიოში მე-3 ადგილს იკავებს;
  • 66 კგ წონით კატეგორიაში მარგველაშვილი ვაჟა მე-6 ადგილზეა მსოფლიოში;
  • 81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილი ტატო პირველ ადგილზეა;
  • 90 კგ წონით კატეგორიაში ბექაური ლაშა მე-2 ადგილს იკავებს;
  • 90 კგ წონით კატეგორიაში მე-3 ადგილზეა მაისურაძე ლუკა;
  • 100 კგ წონით კატეგორიაში სულამანიძე ილია მე-4 ადგილზეა;
  • 100+ კგ წონით კატეგორიაში თუშიშვილი გურამი კი მე-3 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება ქალებს,   57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოში მე-7 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 21-23 მარტს საქართველოში თბილისი გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 52 ქვეყნის 400-ზე მეტი ჯუდოკა მიიღებს.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს.

საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics