23:42 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 13:11:49, 705 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისი ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს.

თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახალი თაობის მრავალფეროვან ინტერესებს და ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრს სასიამოვნო სიახლით იწყებს. ონლაინ კურსებს კიდევ ერთი ძალიან მოთხოვნადი და საინტერესო - ხელოვნური ინტელექტის კურსი ემატება.

მე-9 დან მე-12 კლასის ჩათვლით ტექნოლოგიური მიმართულებებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ამ სფეროში, ტექსკოლა ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა.

ტექსკოლაში მოსწავლეებს, დარგის წამყვან პროფესიონალებთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიურ ეკოსისტემაზე და ჰქონდეთ სკოლისგან სრულიად განსხვავებული სასწავლო გამოცდილება.

თუ გსურს, შეიძინო ახალი უნარები და ტექსკოლის სხვა კურსდამთავრებულების მსგავსად, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ახალგაზრდულ შემეცნებით პროექტში, შეარჩიე სასურველი კურსი და გაიარე რეგისტრაცია 24 მარტის ჩათვლით:

  • ვებგვერდების აწყობა (Front End: HTML, CSS)
  • UI/UX დიზაინი
  • ვებგვერდების პროგრამირება (Back End – Python)
  • მობილური აპლიკაციების შექმნა
  • გრაფიკული დიზაინი
  • სოციალური მედია მარკეტინგი
  • შესავალი ხელოვნურ ინტელექტში

შეგახსენებთ, რომ ტექსკოლის ონლაინ კურსები თიბისის სრული დაფინანსებით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის არის ხელმისაწვდომი.

დარეგისტრირდი თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე და შეაბიჯე ტექნოლოგიურ სამყაროში!





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics