00:16 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-08 12:43:10, 846 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ამგვარი თავდასხმები აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები არ შეცვლილა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქ დობროპილიას დაბომბვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, ამგვარი თავდასხმები აჩვენებს, რომ პუტინის რუსეთის მიზნები არ შეცვლილა.

გასულ ღამეს, რუსეთის ჯარმა დონეცკის რეგიონში დობროპილიას ცენტრი ორი ბალისტიკური რაკეტით დაბომბა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ადგილზე გამოჩენის შემდეგ, რუსეთმა კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელა, რომლითაც განგებ ამოიღო მიზანში მაშველები. ეს არის ბოროტი და არაადამიანური დაშინების ტაქტიკა, რომელსაც რუსები ხშირად იყენებენ. 

ტრაგიკულია, რომ ამ დროისთვის 11 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს. 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 ბავშვი. დაზიანდა 8 ხუთ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა და სახანძრო მანქანა. 

მადლობას ვუხდი საგანგებო სამსახურებს, პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და ექიმებს, რომლებიც, მიუხედავად განმეორებითი თავდასხმების საშიშროებისა, უშიშრად ცდილობენ ადამიანების გადარჩენას ამ ტერორისგან. ყველას, ვინც იცავს სხვის სიცოცხლეს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. 

ამგვარი თავდასხმები აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები არ შეცვლილა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ყველაფრის კეთება იმისთვის, რომ ადამიანების სიცოცხლეები გადავარჩინოთ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა, გავაძლიეროთ სანქციები რუსეთზე. ყველაფერი, რაც რუსეთს ეხმარება, რომ დააფინანსოს ომი, უნდა ჩამოიშალოს",- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, რუსების მიერ დობროპილიაზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics