უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
უწყვეტი პროტესტის მე-100 დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ. მათ ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით წამოსული მოქალაქეები შეუერთდნენ.
საზოგადოება კვლავ ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ამ მოთხოვნებს მოქალაქეები უკვე 100 დღეა უწყვეტად აჟღერებენ.