|
2025-02-20 17:54:32, 368 ნახვა
საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტებმა თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად პეტიცია შექმნეს
სამოქალაქო აქტივისტებმა თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად პეტიცია შექმნეს - მოქალაქეები ბათუმის აქციების მედროშეს მოუწოდებენ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. პეტიცია დაახლოებით ორი საათის წინ შეიქმნა და ამ დროისთვის მას 1100-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
უკვე 35 დღეა, რაც თემურ ქათამაძე შიმშილობს. გუშინ, 19 თებერვალს, მან მიგრაციის დროებითი დაკავების ცენტრიდან წერილი გამოაგზავნა, სადაც წერს, რომ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. გარდა ამისა, ის პროტესტის ნიშნად, უარს ამბობს ანალიზების გაკეთებაზე. თემურ ქათამაძე, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, ის 12 დღე იყო იზოლატორში. თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)