2025-02-20 16:51:27, 344 ნახვა
საზოგადოება
ხვალ, 19:00 საათზე, თბილისში თემურ ქათამაძის მხარდასაჭერი მარში გაიმართება
პარასკევს, 21 თებერვალს, 19:00 საათზე, თბილისში ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის მხარდასაჭერი მარში გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები მხარდამჭერებს მოუწოდებენ, თან იქონიონ საქართველოს ეროვნული დროშა:
პარასკევს საზმაუდან მსვლელობისთვის ვიფიქრეთ, რომ თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად ასეთი სიმბოლო გამოგვეყენებინა:
ვისაც შეგვეძლება, ყველამ საქართველოს დროშა ვიქონიოთ და ასე გავემართოთ პარლამენტისკენ. რაც მეტი დროშა იფრიალებს, მით უკეთესი. თუ გექნებათ სურვილი, შემოგვიერთდით"- წერენ აქციის მონაწილეები.
თემურ ქათამაძე 35-ე დღეა შიმშილობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,